fbpx
საზოგადოება

24 წლის ქართველი გოგო ბავშვის დატოვებას თავიდან ომონიაზე აპირებდა

ბერძნული მედიის ექსკლუზიური ინფორმაციით, 24 წლის ქართველი გოგონა ბავშვის დატოვებას თავდაპირველად ომონიაზე აპირებდა.

კერძოდ, მისი ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ის კალამატადან ათენში ჩამოვიდა და ომონიის ტერიტორიაზე მივიდა. თუმცა, როგორც ამბობს, ბავშვის იქ დატოვება ვერ შეძლო, სავარაუდოდ, ხალხმრავლობის გამო. გამომდინარე აქედან, ის უკან, კალამატაში დაბრუნდა.

მისი ათენში მოკლევადიანი ვიზიტის შესახებ KTEL-ის ავტობუსის მძღოლი ჰყვება, რომელიც იმ დროს მუშაობდა.

“როცა გოგონა შვილთან ერთად დავინახე, გამიკვირდა, რადგან ბავშვი ძალიან პატარა იყო და ვკითხე, როგორ უნდა ემგზავრა ჩვილს ავტობუსით. ათენისკენ დაახლოებით 16:00 საათისთვის დავიძარით და 7 საათზე ჩამოვედით. გოგონამ მკითხა, თუ რომელზე გადიოდა ბოლო ავტობუსი ათენიდან კალამატაში და ვუთხარი, რომ 9 საათზე უნდა მოსულიყო, თუ უკან აპირებდა გამომგზავრებას. მკითხა, ისევ მე ვიქნებოდი თუ არა მძღოლი. ვუთხარი, რომ მე ვიქნებოდი და ვკითხე, მოდიოდა თუ არა. მიპასუხა, რომ ათენში რაღაცები უნდა დაეტოვებინა და უკან, კალამატაში დაბრუნებულიყო.”

მძღოლი ასევე ამბობს, რომ ის შვილს უვლიდა, თბილად ჰყავდა შეხვეული და ძალიან მოსიყვარულე დედის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

onalem

ტესტ