fbpx
საზოგადოება

ათენი: ამიერიდან მოსახლეობას გაჩერებებზე ნაკლები ლოდინი მოუწევს – რა იცვლება?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კონტროლის გასაზრდელად ათენის მუნიციპალიტეტი ახალი რეფორმის გატარებას გეგმავს. საუბარია კამერების დამონტაჟებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ავტობუსებისა და ტროლეიბუსების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფას.

ამ დროისთვის ფიქსირდება საგზაო წესების უამრავი დარღვევა, რომელიც ძირითადად გულისხმობს ავტობუსების სავალ ნაწილზე სხვა მანქანების მოძრაობას, რომელიც მნიშვნელოვნად აფერხებს მათი მოძრაობის სისწრაფეს. მოსახლეობას გაჩერებებზე ამიერიდან ნაკლები ლოდინი მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ დამონტაჟებული კამერების უმრავლესობა არ მუშაობს, რაც ხელს არ უშლის სხვა მძღოლებს გადავიდეს აკრძალულ ზონაში და იაროს საჯარო ტრანსპორტის ხაზზე, რათა საცობს თავი აარიდოს.

ამას გარდა, პოლიციამ და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმძღვანელობამ ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზარდონ კონტროლი საქალაქთაშორისო ტრანსპორტზეც. რას გულისხმობს ეს?!

ოფიცრები განაწილდებიან ავტობუსების გაჩერებებზე, მეტროსადგურებში და ექნებათ გარკვეული გეგმა, რომლის მიხედვითაც ტრანსპორტში შემოწმებას განახორციელებენ. ეს არ გულისხმობს, მგზავრებთან უშუალო კონტაქტს, საბუთების ან ბილეთის მოთხოვნას, არამედ პოტენციური დამნაშავეების განსაზღვრასა და დანაშაულის პრევენციას.

onalem

ტესტ