fbpx
საზოგადოება

“დრამაში არ ვვარდები, მაგრამ როცა სახლში სინათლე არ გვქონდა, ტელევიზორს ბიძაშვილებთან ვუყურებდი” – თამთა

თამთა შობის დღესასწაულზე თემის გეორგანტას გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც საკუთარ წარმატებაზე ისაუბრა და ემოციური მესიჯი გაუგზავნა მათ, ვინც ოცნებობს და წარმოდგენაც კი არ აქვს, რა შეიძლება ელოდებოდეს მომავალში.

მან ისაუბრა ევროვიზიაზეც, სადაც მადონა გამოჩნდა… რას ფიქრობდა ის იმ მომენტში?!

“დრამაში არ ვვარდები, მაგრამ მინდა ამით ის ვთქვა, თუ რა მაგიურია ცხოვრება. როცა პატარა ვიყავი, 11-12 წლის, სახლში არც სინათლე გვქონდა და არც MTV. ამიტომ ბიძაშვილებთან მივდიოდი, რომ მეყურებინა და მადონას ვუყურებდი აღფრთოვანებული. ახლა კი, გავიდა წლები და მადონას ჩემს წინ ვხედავ. არაფერს აქვს მნიშვნელობა, არც იმას, რომელ ადგილზე გახვალ, მთავარი გამოცდილებაა და როგორ ხედავ იმ ყველაფერს, რაც ხდება,” ამბობს მშვენიერი მომღერალი.

onalem

ტესტ