fbpx
საზოგადოება

“მამამ ბავშვზე უარი თქვა, სასოწარკვეთილი ვიყავი”- 24 წლის ქართველმა გოგომ ბავშვის მამის ვინაობა დაასახელა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 24 წლის ქართველმა გოგონამ პოლიციაში ბავშვის მამის ვინაობა დაასახელა და ხაზგასმით ამბობს, რომ მან უარი თქვა მასზეც და ბავშვზეც.

როგორც ირკვევა, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომაროებაში მყოფი ახალგაზრდა დედა ბავშვის მამის სრულმა იგნორმა კიდევ უფრო დიდ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო და აღნიშნულ ქმედებამდე მივიდა.

პოლიციაში 24 წლის გოგომ თქვა, რომ მისი ყოფილი პარტნიორისგან არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა და მას არ უნდოდა ბავშვზე პასუხისმგებლობის აღება.

არსებული ვარაუდით, მისი ათენში მოკლევადიანი ვიზიტიც სწორედ ამ მამაკაცს უკავშირდება. უცნობია, თუ ზუსტად რა მოხდა მაშინ, როდესაც ის კალამატადან ათენში ჩამოვიდა, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, გოგონამ შესაძლოა ბავშვის მამა ნახა და მისგან იგნორი მიიღო, შემდეგ კალამატაში დაბრუნდა და შვილი მიატოვა.

როგორც მან უკვე თქვა, 24 საათის მანძილზე გარეთ ბავშვით ხელში დადიოდა და მისთვის საჭმლის ყიდვაც არ შეეძლო.

 

წყარო: https://www.athensvoice.gr/greece/608501_epimenei-i-mitera-stin-kalamata-den-petaxa-ego-moro-ston-kado

onalem

ტესტ