fbpx
საზოგადოება

შოკი ბერძნული მუსიკის სფეროში – გარდაიცვალა ლავრენტის მახერიცასი

დღეს დილით გავრცელებულმა ამბავმა ბერძნული საზოგადოება და მუსიკის სფერო შეძრა. სრულიად მოულოდნელად, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ბერძენი მუსიკოსი, ლავრენტის მახერიცასი.

მომღერალმა საკუთარი სიცოცხლის ბოლო დღეები მაგნისიაში მდებარე საკუთარ სახლში გაატარა. ბოლო კონცერტი კი ვოლოსში გამართა. სწორედ ვოლოსის საავადმყოფოში გადაიყვანეს ის მას შემდეგ, რაც ცუდად გახდა. თუმცა, დილის 06:45 საათზე დაიღუპა.

ხვალ მისი საზაფხულო ტური უნდა დასრულებულიყო და კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი ნიკოს პორტოკალოღლუსთან ერთად, თუმცა, საბოლოოდ მუსიკოსმა ამქვეყნიური ცხოვრება 63 წლის ასაკში დაასრულა.

onalem

ტესტ