fbpx
საბერძნეთი

“კარანტინი ატიკის რეგიონში ერთადერთი გამოსავალია, თორემ პანდემია კონტროლის არიდან გავა” – ნიკოს სიფსას

ინფექციონისტი ნიკოს სიფსასი ატიკის რეგიონში პანდემიის შეჩერებისთვის ერთადერთ ეფექტურ საშუალებად კარანტინის გამოცხადებას ასახელებს.

როგორც ირკვევა, საავადმყოფოები, კერძოდ კი, რეანიმაციული განყოფილებები, გადავსებულია პაციენტებით (70%) და მათი უმეტესობა იმიგრანტია.

“მემგონი, რომ არ უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილები. პანდემიას აქვს ზრდის საკმაოდ ძლიერი ტენდენცია და ეპიდემიოლოგიური მახასიათებლები საგრძნობლად გაუარესებულია. დაეცა იმ პაციენტთა საშუალო ასაკიც, რომლებიც მართვით სუნთქვაზე არიან გადაყვანილი.

შესაძლოა საჭირო გახდეს გადაადგილებაზე აკრძალვის დაწესება, ორი კვირით, დაიკეტოს რესტორნები, ტავერნები, კაფე-ბარები და მაღაზიები. ასევე, შესაძლოა დაიკეტოს სკოლები – ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

ზომები მანამდე უნდა იქნეს მიღებული, ვიდრე ზამთარი მოგვისწრებს. ერთადერთი და ყველაზე ეფექტური ზომა კი, რომელიც ახლა გვჭირდება, კარანტინია. პანდემიას უნდა დავარტყათ მანამდე, სანამ კონტროლის არიდან გავა,” აცხადებს სიფსასი.

შეგახსენებთ ზომებს, რომლებიც ატიკის რეგიონში დღეიდან მოქმედებს:

  • აკრძალულია 10 ადამიანის ერთად შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში. დაშვებულია მაქსიმუმ 9 ადამიანის ერთად ყოფნა.
  • შეჩერებულია ნებისმიერი სახის კონცერტი, როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში.
  • სრულად შეჩერებულია დახურული კინოთეატრების მუშაობა.
  • ქორწილებში, ნათლობებსა და დაკრძალვებზე დაშვებულია მხოლოდ 20 ადამიანის ერთად შეკრება.
  • ადამიანებისთვის, რომლებიც არიან 65 წელს ზემოთ, გაიცემა მკაცრი რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ საკუთარი გადაადგილება, თუკი ეს არ არის დაკავშირებული გადაუდებენ მიზეზებთან. შეზღუდონ საჯარო ტრანსპორტის მოხმარება და სხვებთან კონტაქტში შესვლა.
  • ატიკის რეგიონში ასიმპტომატური ინფიცირებულები, რომლებიც მიეკუთვნებიან მოწყვლად ჯგუფებს (იმიგრანტები ა.შ.), გადაყვანილ იქნებიან საკარანტინო სივრცისთვის გამოყოფილ სასტუმროებში.

თანამშრომელთა ჯანმრთელობის დასაცავად წესდება შემდეგი ზომები:

  • სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების 40% იმუშავებს ონლაინ რეჟიმში ანუ დისტანციურად, რომელთა სამსახურებიც არ მოითხოვს დასწრების აუცილებლობას და მათი საქმე შესაძლოა გაკეთდეს დისტანციურადაც.
  • საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების სამსახურებში წასვლა უნდა მოხდეს სამ ტალღად, დილის 07:00, 08:00 და 09:00 საათზე.
  • კერძო სექტორში დასაქმებულთა სამსახურებში და სამსახურებიდან გადაადგილება უნდა მოხდეს 4 ტალღად.

onalem

ტესტ