fbpx
საბერძნეთი

“მომდევნო კვირიდან ეკონომიკა და საზოგადოება ჩვეულ ცხოვრებას ნელ-ნელა დაუბრუნდება” – კირიაკოს მიცოტაკი

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, ქვეყნის პრეზიდენტთან, კატერინა საკელაროპულუსთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ ისაუბრა ზომების მოხსნის ეტაპებზე, ეკონომიკის გაძლიერების გეგმასა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე.

“ის ფაქტი, რომ ვაქცინაცია სწრაფად მიმდინარეობს და ყოველდღიური მონაცემები იკლებს, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ. პირადი უსაფრთხოება ისევ მაქსიმალურად უნდა დაიცვას თითოეულმა ადამიანმა და ჩვენ ახლა კიდევ დაგვემატა ერთი ძლიერი იარაღი, თვით-ტესტირება. ადამიანები, რომლებიც არიან ასიმპტომატურები, უნდა გამოვლინდნენ დროულად, რომ დაიცვან საკუთარი ოჯახის წევრები, გარშემომყოფები და ცხადია, საკუთარი თავიც.

მომავალს დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ და როგორც უკვე ცნობილია, მომდევნო კვირიდან საზოგადოება და ეკონომიკა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას დაიწყებს. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ აღდგომა ექსპერტთა რეკომენდაციების მიხედვით აღვნიშნოთ.

ამ ერთი წლის მანძილზე უამრავი რამ გადავიტანეთ და წლევანდელი აღდგომა გაცილებით უკეთესია, ვიდრე გასულ წელს. ჩვენ ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, რომ გავაძლიეროთ ეკონომიკა.

მთავარი ინიციატივები და რეფორმები არის სამუშაო ადგილების შექმნა და შესაბამისად, დასაქმების ზრდა,  სახელმწიფოს ციფრულ სისტემაზე გადასვლა, საზოგადოების ერთიანობის განმტკიცება და განვითარება, ჯანმრთელობისა და განათლების მიმართულებით.

ეს გეგმა მოიცავს მთელ საბერძნეთს და ეხება ყველა ბერძენს. ამ დროისთვის არსებობს მიზანი, რომ შეიქმნას 200.000 სამუშაო ადგილი, მომდევნო 6 წელიწადში საბერძნეთის ეროვნული შიდა პროდუქტი უნდა გაიზარდოს 7 ერთეულით. 

ვსაუბრობთ 57 მილიარდ ევროზე, რასაც ემატება ევროპიდან შემოსული რესურსი, 32 მილიარდი ევრო, სესხებისა და გრანტების სახით და 25 მილიარდი ევრო, რომელიც კერძო სექტორიდან მობილიზებული კაპიტალია.

ჩვენი გეგმის საფუძველია მუდმივი და კარგად აზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა. ყველა გეგმა, რომელიც საბოლოოდ დამტკიცდება, უნდა იყოს სრულყოფილი, რომ შესრულება მოხდეს. 

ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ინვესტიციები ჩაიდოს განათლების სფეროსა და სწრაფი ციფრული სერვისების შექმნაში, რომ სახელმწიფო საბოლოოდ გადავიდეს ციფრულ სისტემაზე,” აცხადებს კირიაკოს მიცოტაკი.

onalem

ტესტ