fbpx
საზოგადოება

ბავშვი, რომელიც დაბადებიდან კვიპროსის საავადმყოფოშია მოთავსებული

ბავშვის შემთხვევა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაბადებიდან კვიპროსის მაკარიოს საავადმყოფოში იზრდება, უპრეცენდენტოა და ახლა მისი ბედი გაურკვეველია.

ჩვილი თანდაყოლილი ჰიპოვენტილაციის სინდომით დაიბადა და სახლში ძალიან მცირე დრო აქვს გატარებული.

ANT1-ზე გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ის ჯერ კიდევ 2,5 წლის იყო, საავადმყოფოს პედიატრი ამბობდა: “ბავშვი საავადმყოფოში მას შემდეგ იმყოფება, რაც დაიბადა, სახლში ძალიან ცოტა დრო გაატარა. მას რესპირატორული დახმარება სჭირდება, რადან როცა იძინებს, სუნთქვა ავიწყდება. ის ამ დროისთვის საავადმყოფოში, ხელოვნური განათების პირობებში იმყოფება და მზე არც კი უნახავს. მას ოჯახური სითბო და სიმშვიდე სჭირდება. მისი ჰოსპიტალიზაცია სახლშიც შესაძლებელია.”

ახლა კი ბავშვი უკვე 4 წლის არის და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც საკუთარი შვილი საავადმყოფოში სხვა მიზეზთ მიიყვანა, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და “დანაშაულზე” საუბრობს. ის ხელისუფლებისგან მოქმედებას ითხოვს, რათა მოიძებნოს გამოსავალი და ბავშვმა საბოლოოდ საავადმყოფო დატოვოს.

“2018 წლის 2 აპრილს ჩემი შვილი უმნიშვნელო ოპერაციისთვის მაკარიოს საავადმყოფოში მივიყვანე, დერეფანში ბავშვს შევხვდი. როცა პირველად დავინახე, გავუღიმე და რამდენიმე ხანი ვთამაშობდით. მომდევნო დღეებში ისევ ვხედავდი და ველაპარაკებოდი, ის მეხვეოდა,” ჰყვება ტატიანა ირაკლეუსი.

როდესაც 2016 წელს ბავშვის მდგომარეობის შესახებ გახდა ცნობილი, ჯანდაცვის სამინიტრომ გადაწყვიტა ის საავადმყოფოში დარჩენილიყო, ვიდრე რაიმე გამოსავალს იპოვიდნენ. სამწუხაროდ, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.

“კანონის თანახმად სოციალური მომსახურება ზრუნავს ბავშვზე მაშინ, როცა ეს მშობლებს თავად არ შეუძლიათ ან სრულიად ტოვებენ მას. თუმცა, ამავე დროს ბავშვზე ზრუნვა ნიშნავს, გადაიყვანონ ის მიმღებ ოჯახში, ნათესავებთან ან ბავშვთა უფლებების დაცვის ინსტიტუტში,” ამბობს ირაკლეუსი.

onalem

ტესტ