fbpx
კრიმინალი

დაპირისპირება კიფსელზე პოლიციასა და ანტი-ავტორიტარულ დაჯგუფებას შორის, ყალბი ზარის შესვლის შემდეგ

გუშინ ღამით კიფსელზე პოლიციასა და ანტი-ავტორიტარული დაჯგუფების წევრებს შორის სასტიკ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც 52 წლის მამაკაცმა პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ თავდასხმის მსხვერპლი გახდა, დაჭრილი იყო და აგიოს გეორგიუს სკვერს ვერ ტოვებდა. ეს იყო ყალბი ზარი, რომელიც პოლიციის ადგილზე მიყვანას ემსახურებოდა.

როგორც ხელისუფლება აცხადებს, იქ დაახლოებით 200-მდე ადამიანი იყო შეკრებილი და პოლიცია ადგილზე იმ მიზნით არ მისულა, რომ ისინი დაეშალათ, კორონავირუსის საფრთხის გამო, არამედ ოფიცრები 52 წლის მამაკაცის საშველად მივიდნენ.

როგორც კი პოლიცია სკვერთან მივიდა, დაჯგუფებამ მაშინვე ქვების, ბოთლების და მოლოტოვების სროლა დაიწყო, ხოლო 52 წლის მამაკაცი ტელეფონს აღარ პასუხობდა.

ადგილზე გამოწვეულია ზარალი, დაზიანებულია მანქანები, სუპერმარკეტების შუშები, ხოლო 52 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია და მას შესაბამისი მუხლით გაასამართლებენ.

onalem

ტესტ