fbpx
საბერძნეთი

“10-15 დღეში არ ვიცით, რა მოხდება!” – ნიკოს ხარდალიასის გაფრთხილება

“ხვალ ჩვენ მომდევნო ნაბიჯს გადავდგამთ და ზომების მოხსნის მეორე ეტაპზე გადავინაცვლებთ. მაღალი კლასის მოსწავლეები სკოლებში დაბრუნდებიან,” განაცხადა ნიკოს ხარდალიასმა.

დღევანდელი გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ისაუბრა იმ გარე შეკრებებზე, რომელთაც ახალგაზრდობა მართავს, მუსიკისა და სასმლის თანხლებით და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უმნიშვნელო რიცხვების მიუხედავად, მოდუნების უფლება არ გვაქვს.

“ჩვენ კარგი მონაცემები გვაქვს იმიტომ, რომ ზომები დროულად მივიღეთ. თანმიმდევრულობამ და დისციპლინამ მიზნამდე მიგვიყვანა. მაგრამ არ ვიცით, რა მოხდება აქედან 10-15 დღეში. ვსაუბრობ ბოლო ორი დღის მანძილზე სხვადასხვა სკვერებში არსებულ სიტუაციაზე. ზოგიერთი ცდილობს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური მიმართულება მისცეს, თითქოსდა რაიმეს აპროტესტებს. ვირუსი არ ყოფს ერთმანეთისგან მემარცხენესა და მემარჯვენეს. ეს სურათი უბრალოდ პატივისცემის ნაკლებობაზე მეტყველებს. არავის შეუძლია აკეთოს ის, რაც უნდა და როგორც უნდა, როცა ასეთ მძიმე სიტუაციაში ვართ. არაფერი აღარ იქნება ისე, როგორც იყო. ჰიგიენის წესები რჩება ყველაზე მკაცრ მოთხოვნად. მხოლოდ ეს გზა გვაქვს, რომ დავრჩეთ უსაფრთხოდ,” განაცხადა ნიკოს ხარდალიასმა.

როგორც ცნობილია, ნეა სმირნის, აგია პარასკევისა და პაგრატის ტერიტორიებზე ახალაგზრდების შეკრებები დაფიქსირდა, სადაც არ იცავდნენ არანაირ დისტანციას და მართავდნენ ერთგვარ წვეულებებს, რომელიც შემდეგ პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ასევე, კიფსელზე ანტი-ავტორიტარული დაჯგუფების წევრები, დაახლოებით 200 ადამიანი, თავს დაესხა პოლიციას მას შემდეგ, რაც ყალბი ზარი განხორციელდა.

onalem

ტესტ