fbpx
საზოგადოება

“კარს ვკეტავდი და ვტიროდი, რადგან მაიძულებდნენ სხვანაირი ვყოფილიყავი” – თამთა კარიერის დასაწყისზე

თამთა ნატალია გერმანუს გადაცემის პირდაპირ ეთერში ჩაერთო, Skype-ს საშუალებით, სადაც საკუთარი ახალი კლიპის გარდა, კარიერის დასაწყისსა და პირველ ნაბიჯებზე ისაუბრა. მომღერალი მისთვის მტკივნეულ თემას შეეხო და გაიხსენა, თუ რა ზეწოლა ხორციელდებოდა მაშინ მასზე, როდესაც პროექტ Super Idol-ში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც პოპულარული გახდა:

“Super Idol-ში თქვენ მე არ მიყურებდით, იქ მე სხვანაირად მაცვამდნენ. მე არასოდეს ვყოფილვარ ასეთი უბრალოდ და კონსერვატიული. თუ ნახავთ სინჯების კადრებს, მე ვატარებ ხელთათმანებს, წითელ კოლგოტს, მაგრამ ისინი არ დამხმარნენ და არ დაუჭირეს მხარი ჩემს “სიგიჟეებს”. 

მაშინ სხვანაირი სხეული მქონდა, შედარებით ზედმეტი კილოგრამები… რთული პერიოდი იყო, ვიკეტებოდი საგრიმიორო ოთახში და ვტიროდი, რადგან ჩემი პიროვნება იმ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ასე ვთვათ, მაიძულებდნენ, რომ რომ ისე ჩამეცვა და ისეთი ვყოფილიყავი, როგორიც შოუს ხელმძღვანელობას სურდა. ილიას ფსინაკისი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ თუ მინდოდა, რამისთვის მიმეღწია, მათთვის უნდა მომესმინა. იძულებული ვიყავი, რომ დინებას მივყოლოდი… თავს ზოგადად კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ტვინში სრულიად სხვა რაღაცები მიტრიალებდა. 

მაშინ ქუსლიანი ფეხსაცმელიც კი არ ვიცოდი რა იყო, არ ვიცოდი რა იყო ტუჩსაცხი, არც კი მახსოვს, რომ ოდესმე მეყიდა ის. სწორედ ამიტომ, ეს ყველაფერი ერთად, ძალიან უცნაურად ჟღერდა ჩემთვის. მიჭირდა, მაგრამ შემდეგ შევწყვიტე პროტესტი და ვუსმენდი, თუ რას მეუბნებოდნენ. შევცვალე ჩემი ქცევა.”

რაც შეეხება მის ახალ კლიპს, რომელიც კარანტინის დროს, სახლში გადაიღო, საკმაოდ წარმატებული გახდა და როგორც უკვე ცნობილია, ის მისი მეორე ნახევრის, პარის კასიდოკოსტას “ნახელავია”.

onalem

ტესტ