fbpx
საბერძნეთი

“აღარ მსურს მისი დაცვა” – ანაგნოსტოპულოს მეორე ადვოკატი საქმეს ჩამოშორდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ბაბის ანაგნოსტოპულოს მეორე ადვოკატი, ვასილის სპირუ აღნიშნულ საქმეს ჩამოშორდა. როგორც მან მედიასთან განმარტა, ეს ყველაფერი მის პირად მიზეზებსა და გადაწყვეტილებებს უკავშირდება, ხოლო პირველი ადვოკატი, ალექსანდროს პაპაიოანიდი აცხადებს, რომ ეს თავად პილოტის გადაწყვეტილება იყო.

როგორც ირკვევა, სპირუ მუშაობდა საკითხზე, თუ ვის მიენიჭება ანაგნოსტოპულოს უდედმამოდ დარჩენილი გოგონას, ლიდიას მეურვეობა და რა ბედი ელის ბავშვს, თუმცა, პილოტის დაცვის სურვილი აღარ აქვს და საქმეს მთლიანად ჩამოშორდა.

“ჩემს კლიენტს სურს, რომ გაკეთდეს ის, რაც ლიდიასთან საუკეთესო იქნება. ოჯახები უნდა გაერთიანდნენ და სადაც მას დახმარება შეეძლება, ამას აუცილებლად გააკეთებს,” ამბობს ალექსანდროს პაპაიოანიდი.

პილოტი გამომძიებლის წინაშე დღეს წარსდგება.

ნახეთ ვიდეო, სადაც ადვოკატი აცხადებს, რომ აღარ სურს ამ საქმეზე მუშაობის გაგრძელება.

onalem

ტესტ