fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ბერძენი ემიგრანტი, 3.000 ევროიანი ხელფასით, რომელსაც უფროსი ყოველდღე ეუბნება, რომ არ უნდა დაისტრესოს

მას ხელფასი 3.000 ევრო აქვს, ქირის ნაწილს სახელმწიფო უხდის და საკუთარი უფროსი ყოველ სამუშაო დღეს იწყებს სიტყვებით, რომ მისი თანამშრომლებისგან სტრესი შორს უნდა იყოს.

ბერძენი ექთანი, ლიცა სალძი, საბერძნეთიდან კრიზისის პერიოდში წავიდა და სამ შვილთან ერთად შვედეთში ცხოვრობს. ხუთწლიანი ემიგრაციის შემდეგ ის ბერძნულ მედიასთან ჰყვება პირობებზე, რომლებიც გოთენბურგში აქვს.

ის მიიჩნევს, რომ ცხოვრებაში ხუთი წლის წინ ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო. ის სერესიდან შვილებთან ერთად შვედეთში უკეთესი მომავლის საძებნელად წავიდა, რადგან სხვა გზა ფიზიკურად არ ჰქონდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ მას მეუღლე არ ჰყავდა, ამიტომ ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მის ძალებზე და მის მიერ გაწეულ შრომაზე იყო დამოკიდებული.

“გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად უნდა მიმეღო. აღარ შემეძლო მეცხოვრა მშობლების ხარჯზე, შვილებისთვის კი უკეთესი მომავალი მინდოდა. თავიდან ყველაფერი ძალიან რთული იყო. უნდა გვესწავლა ენა, რის გამოც ყველამ მეცადინეობა დავიწყეთ. ბავშვები შვედურის შესასწავლად სპეციალურ სკოლაში დადიოდნენ და შემდეგ ნელ-ნელა შეძლეს ჩვეულებრივ სკოლაში გადასვლა,” ამბობს ის.

სერესში მუხლჩაუხრელი შრომისა და საკუთარი პროფესიის კარგად ცოდნის გამო ის რეზიუმეს აგზავნიდა ყველა საავადმყოფოში და ფარ-ხმალს არ ყრიდა… შედეგმაც არ დააყოვნა. მან სულ მალე იპოვა სამსახური ერთ-ერთ კლინიკაში.

ლიცას სტაბილური ხელფასი 3.000 ევროა. თუმცა, სახელმწიფო მას უფარავს ისეთ ხარჯებს, როგორიცაა ქირა და ასევე თითო ბავშვზე 140 ევროს უხდის. გარდა ამისა, ვინაიდან მისი ყოფილი მეუღლე საბერძნეთიდან არაფრით ეხმარება, უხდიან კიდევ 200 ევროს ყოველ ბავშვზე.

მაგრამ ახალგაზრდა ექთნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირობები, რომლებშიც ის მუშაობს: “არასოდეს დამავიწყდება პირველი სამუშაო დღე, როდესაც კლინიკის მენეჯერმა მითხრა: “მადლობა, რომ დღეს ჩვენთვის იმუშავეთ.” მეგონა, რომ ეს მხოლოდ იმიტომ მითხრა, რომ პირველი დღე იყო. მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ყველა დღე ასეთი იქნებოდა. ჩვენი უფროსი ყოველდღე მადლობას გვიხდის და გვეუბნება, რომ თავი არ უნდა დავისტრესოთ, არ უნდა გადავიღალოთ, რომ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შესვენება. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ უფრო მეტად ხალისიანები და დასვენებულები ვიყოთ პაციენტებთან მუშაობისას.”

ერთადერთი ნეგატიური მხარე შვედეთში ბერძენი ემიგრანტისთვის უჩვეულო სიცივეა, რომელიც მის ქვეყანაში არ გამოუცდია.

onalem

ტესტ