fbpx
საზოგადოება

სასტიკი დანაშაული თესალონიკში: აღდგომის დილას საკუთარ მამას ბენზინი გადაასხა და ცოცხლად დაწვა

ტრაგედია აღდგომის დილას თესალონიკში მოხდა. ვასილისის ოლგას გამზირზე მდებარე კორპუსში 45 წლის მამაკაცმა საკუთარ მოხუც მამას ბენზინი გადაასხა და შემდეგ ცეცხლი წაუკიდა. ამავე ბინაში იმყოფებოდა მისი 86 წლის დედა და 46 წლის ძმა.

როგორც ირკვევა, ინციდენტის შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა და 87 მამაკაცი ცოცხლად დაიწვა, ხოლო მის 86 წლის მეუღლეს სერიოზული დამწვრობები აღენიშნება. საავადმყოფოში მასთან ერთად გადაიყვანეს მისი მეორე შვილიც.

45 წლის მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ის დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე ხანში ქალაქგარეთ დააკავეს. დღეს დილით კი, პროკურორის წინაშე წარდგენისას თქვა, რომ მამასთან მუდმივი კამათი ჰქონდა და მოხუცი ყოველთვის ირონიულად ესაუბრებოდა.

სახლში ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ საჭირო გახდა 25 მეხანძრის და 10 მანქანის მობილიზება ცეცხლის ჩასაქრობად.

დაკავებულს მკვლელობის მცდელობისა და ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით გაასამართლებენ.

onalem

ტესტ