fbpx
მსოფლიო

ქარიშხალ “დენისში” გახვეული თვითმფრინავი – მგზავრებმა ლოცვა დაიწყეს

Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც მაროკო-ბრიუსელის რეისს ასრულებდა, ქარიშხალში, სახელად “დენის”, გაეხვა, რომელმაც დიდი ზარალი მოუტანა ჩრდილო-დასავლეთ ევროპას. აღნიშნულ პირობებში ქარის ძალა ხშირად 100 კმ/სთ-ს აჭარბებს.

თვითმფრინავი საშინელ ტურბულენტურ ზონაში აღმოჩნდა, რის გამოც მგზავრებს შორის პანიკა წარმოიქმნა. ზოგმა ლოცვა დაიწყო, ზოგი კი სკამებს ეჭიდებოდა.

ფრენის მანძილზე თვითმფრინავი მუდმივად ირყეოდა და ეს ყველაფერი 3 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.

როცა მგზავრებმა ხმელეთზე ფეხი მშვიდობით დადგეს, სიხარულისგან აყვირდნენ.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ