fbpx
საზოგადოება

2 წლის ანიტა ფაცაციას მკურნალობას ინდოელი ბიზნესმენი დააფინანსებს

2 წლის ანიტა ფაცაციას მკურნალობის ხარჯებს ინდოელი ბიზნესმენი ს. იაგატრაკშაკანი დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას ანიტას დედა მარიკო სადრაძე ავრცელებს.

მისი განცხადებით, ინდოელი ბიზნესმენი ანიტას მდგომარეობით ჯერ კიდევ 2 წლის მოზარდის ინდოეთში ჩაფრენისას დაინტერესდა, მას შემდეგ კი ხშირად სტუმრობდა ანიტას. სადრაძის ინფორმაციით, იაგატრაკშაკანის კომპანიის წარმომადგენლები ანიტას ოჯახს გუშინ, 7 იანვარს, საავადმყოფოში ესტუმრნენ და აცნობეს, რომ მკურნალობის ხარჯების დაფარვაში დაეხმარებოდნენ.

“ეს იმდენად დიდი სასწაული იყო ჩვენთვის, რომ დაბნეულობისგან მადლობის თქმაც კი ძლივს მოვახერხეთ”, – ამბობს ანიტას დედა.

მისივე ინფორმაციით, ინდოელი ექმიების გადაწყვეტილებით, ანიტას თერაპიული კურსი უნდა ჩაუტარდეს, რომლის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, 2 წლის მოზარდს გულის გადანერგვის ოპერაცია აღარ დასჭირდება.

ანიტა ფაცაციას ბოლო რამდენიმე თვეა დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძვის. ის ინდოეთში სპეციალური რეანო-თვითმფრინავით გადაიყვანეს. დიაგნოზის შედეგად მცირეწლოვანს გულის გადანერგვა ესაჭიროება, რაც სხვადასხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული.

onalem

ტესტ