fbpx
საზოგადოება

“თუ ეს მუსიკის მომავალია, მაშინ საქართველო სხვა პლანეტაა” – ოთო ნემსაძე გუშინდელი მარცხის შესახებ

სიმღერის საერთაშორისო კონკურს “ევროვიზია 2019”-ის ქართველმა მონაწილე ოთო ნემსაძემ იმის გამო, რომ ფინალში ვერ გავიდა, ქვეყანას ბოდიში მოუხადა.

ქართველი მომღერალი კონკურსის პირველ ნახევარფინალში, მე-11 ნომრად გამოვიდა და სიმღერა “სულ წინ იარე” შეასრულა.

https://www.facebook.com/oto.nemsadze.9/videos/1553577964778281/

“ევროვიზია-2019”-ის ფინალში გავიდნენ საბერძნეთი, ბელარუსი, სერბეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, ისლანდია, სან-მარინო და სლოვენია.

“მეგობრებო, მოგესალმებით თელ-ავივიდან. მინდა, პირველ რიგში, არც კი ვიცი… ბოდიში მოგიხადოთ იმის გამო, რომ ოთო ნემსაძემ ფინალში გადასვლა უბრალოდ ვერ შეძლო. თუმცა, ვთვლი, რომ ალბათ ძალიან ღირსეული იყო ჩვენი ქვეყანა, მთელი ეს მარათონი… და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ვიცი, რომ თქვენ ყველანი იჯექით ტელეფონებით ხელში, ყველანი იჯექით ანთებული გულებით”, – განაცხადა საკუთარ ვიდეომიმართვაში ნემსაძემ.

ვიდეომიმართვის ბოლოს ოთომ, ზოგადად, „ევროვიზიის” ხარისხი და ამ კონკურსზე საქართველოს პოზიციები შეაფასა.

“დავამატებ ერთს: თუ ეს არის მუსიკის მომავალი, მაშინ საქართველო – სხვა პლანეტაა. მადლობა თქვენ ყველას. მუდამ თქვენი ოთო”, – აღნიშნა ნემსაძემ.

ოთო ნემსაძის სასცენო იმიჯზე დიზაინერმა გიორგი შაღაშვილმა იზრუნა. ოთოს ხუთივე ბექვოკალისტი, რომლებიც ევროვიზიის სცენაზე მასთან ერთად წარდგნენ, ანსამბლ „შავნაბადას” წევრია.

 

onalem

ტესტ