fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ქალმა სასტუმრო დაჯავშნა, 2,500 ევრო გადაიხადა და აღმოაჩინა, რომ აუქციონზე იყო გაყიდული

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნავპლიოში მოხდა. ბერძენმა ქალბატონმა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო დაჯავშნა, რომელშიც ოჯახთან ერთად უნდა წასულიყო და სულ მოკლე ხანში აღმოაჩინა, რომ ეს თანხა, უბრალოდ, დაკარგა.

როგორც ირკვევა, ქ-ნ სოფია ვასილიადუმ ლუქს-ოთახი დაჯავშნა აგვისტოს თვისთვის, თუცმა, მალე შეიტყო, რომ ეს კონკრეტული სასტუმრო აუქციონზე გაიყიდა, მისთვის თანხის დაბრუნებას არავინ აპირებს, ხოლო წინასწარ ინფორმაცია, რომ ასეთი რამ იყო მოსალოდნელი, არავის მიუწოდებია.

“2,500 ევრო დავკარგე, მრჩება წარმოდგენა, რომ არავინ მითხრა, რომ იქაურობა გაკონტრდა, სასტუმრო გაიყიდა, მაგრამ მეორეს მხრივ, სწორედ ამის გამო, მფლობელი ცდილობდა, რომ პოტენციური კლიენტებისგან თანხები მოაგროვოს. ვვარაუდობ, რომ სასტუმრო აუქციონზე გამოვიდა ნოემბერში, ხოლო მე დავჯავშნე იანვარში, როგორც ხვდებით, საკმაოდ დიდი ხანია შუალედში და ჯერ კიდევ ჩვეულებრივად ჩანდა, რომ შესაძლებელი იყო ნომერი აგერჩია და დაგეჯავშნა, 2023 წლის აგვისტოს თვის იქ გასატარებლად,” აცხადებს ქალი.

ვასილიადუ აღნიშნავს, რომ ასეთი ძვირი სასტუმრო პირველად დაჯავშნა, თანხაც წინასწარ გადაიხადა და სულ მალე ნახა, რომ სასტუმრო აღარ არსებობდა არც booking.com-ზე, ანუ პლატფორმამ შეწყვიტა მასთან თანამშრომლობა და მისი ჯავშანი “ჰაერში დარჩა”, ასევე, დაკარგა 2,500 ევროც, რომელიც გადარიცხული ჰქონდა.

 

onalem

ტესტ