fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

საბერძნეთში სიტუაცია უარესდება: 9 გარდაცვლილი ერთ დღეში – ნახეთ დღევანდელი რეკორდი

დღეს საბერძნეთში კიდევ ერთი ანტირეკორდი დაფიქსირდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ვასილის კიკილიასი აცხადებს, ატიკის რეგიონში სიტუაცია სულ უფრო და უფრო უარესდება, სწორედ ამის გამო გახდა საჭირო ზომების მიღება.

დღეს, 17 სექტემბერს, საბერძნეთში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირების 359 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 325-მდე გაიზარდა.

სამწუხაროა ისიც, რომ გაიზარდა რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა რიცხვიც. ამ დროისთვის მართვითი სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 69 ადამიანი და მათი საშუალო ასაკი 70 წელია.

ასევე, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა გლიფადის მე-3 დაწყებით სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ ატიკა კვლავ ყველაზე კრიტიკულ ზონად რჩება და დღევანდელი 359-დან 212 ფიქსირდება სწორედ ამ რეგიონში.

 

onalem

ტესტ