fbpx
კრიმინალი

როგორ “წაართვა” ბერძენ ადვოკატს თაღლითმა 187.000 ევრო ყალბი დაპირებებით

თაღლითობის მსხვერპლი ბერძენი ადვოკატი გახდა, რომელთანაც მამაკაცი მივიდა და ინვესტორად გაეცნო. მას უკვე კარგად მომზადებული ტექსტები ჰქონდა, რითიც ნელ-ნელა ახერხებდა ადვოკატის დარწმუნებას, რომ დიდი რაოდენობით თანხები ჩაედო საქმეში, რომელიც რეალურად არ არსებობდა.

როგორც ლარისას ადგილობრივი მედია იუწყება, თაღლითმა მას უთხრა, რომ ამერიკული კომპანიის ექსპერტ-ინვესტორი იყო და საქმიდან, რომელშიც ფულის დაბანდებას სთხოვდა, 25%-იან მოგებას ჰპირდებოდა. ადვოკატი მის სიტყვებს მიენდო და საერთო ჯამში თაღლითმა მისგან 187.000 ევროს მითვისება შეძლო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცდილობდა მაქსიმალურად გაეწელა დრო და იგონებდა სხვადასხვა მიზეზებს, თუ რატომ არ იწყებოდა ბიზნესი, რომლისგანაც ადვოკატი მოგებას ელოდებოდა.

საბოლოოდ “ინვესტორი” გაქრა და ადვოკატმა აღმოაჩინა, რომ სასტიკად მოატყუეს. ამის შემდეგ პოლიციაში განაცხადა და ლარისელ თაღლითს ჩადენილის გამო 4 წლიანი პატიმრობა და ჯარიმა ელის.

 

onalem

ტესტ