fbpx
კრიმინალი

თხის რძე, ველური ყვავილი და სტაფილო სიმსივნისთვის – 150-მდე საჩივარი მთელი საბერძნეთიდან ნიკოს კოდოსტათის წინააღმდეგ

თვითმარქვია ექიმის, ნიკოს კოდოსტათის წინააღმდეგ ჯერ კიდევ გუშინ დაახლოეით 55-მდე საჩივარი არსებობდა, თუმცა, სულ რაღაც ერთ დღეში ეს რიცხვი გასამმაგდა და გამოვლენილია სულ მცირე 150 პაციენტი, რომელიც პოლიციაში რეკავს და აცხადებს, რომ მისი მხრიდან თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პაციენტები არიან მთელი საბერძნეთიდან ანუ კოდოსტათი მსხვერპლს ეძებდა ყველგან, არა მხოლოდ ატიკის რეგიონში.

ის ხალხს ეცნობოდა, როგორც ბუნებრივი, ხალხური მკურნალობის მეთოდების მოყვარული. ცნობილი ხდება, თუ როგორი მკურნალობის ფონზე ჰპირდებოდა ის სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს გამოჯანმრთელებას. ხალხს, რომელსაც იმედი, რომ იცოცხლებდნენ, უკვე გადაწურული ჰქონდათ, კოდოსტათი ეუბნებოდა, რომ მნიშვნელობა ჰქონდა არა ქიმიოთერაპიას, არამედ დღიური რაციონის სწორად შერჩევას. ის უმძიმესი სენით დაავადებულებს აძლევდა სტაფილოს, თხის რძეს და ველურ ყვავილს და არწმუნებდა, რომ განიკურნებოდნენ.

ნიკოს კოდოსტათი პაციენტებს აძლევდა ზოგიერთ მედიკამენტსაც, რომელთა ყუთებზეც ორიგინალი კომპანიების იარლიყები იყო დატანილი, თუმცა, “პატენტი” თავად მას ეკუთვნოდა.

წარმოუდგენელი თაღლითობის ნიჭის პატრონმა ზიანი მიაყენა მინიმუმ 100 ადამიანის ჯანმრთელობას, საიდანაც მინიმუმ 5 გარდაცვლილია.

onalem

ტესტ