fbpx
ემიგრაცია

ათენიდან თბილისის მიმართულებით ახალი სპეციალური რეისი დაინიშნა

გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია “აირზენამ” კიდევ ერთი სპეციალური რეისი დანიშნა ათენი-თბილისის მიმართულებით.

რეისი 2020 წლის 20 მაისს განხორციელდება და ათენში ჩარჩენილი ქართველების სამშობლოში დაბრუნებას მოემსახურება.

ბილეთები გაიყიდება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე ორი დღით ადრე: https://www.georgian-airways.com/

საგარეო საქმეთა სამინისტრომ პანდემიის აფეთქებიდან ამ დრომდე საქართველოში 9.000-ზე მეტი ქართველი დააბრუნა სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ათენიდან განხორციელდა სულ სამი რეისი, ერთი “ეგეოსის” ავიახაზებით, ხოლო ორი “აირზენას” საშუალებით. ეს უკვე მეოთხე ფრენა იქნება, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეები უკან დაბრუნას შეძლებენ.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას.

ამრიგად, საქართველოში გამგზავრების მსურველებმა ბილეთები უნდა შეიძინონ 20 მაისის რეისზე, ათენი-თბილისი.

onalem

ტესტ