fbpx
საბერძნეთი

82 წლის პარასკიო და 41 წლის კოსტი კრეტაზე დაქორწინდნენ და ჯვარიც დაიწერეს (კადრები)

საზოგადოება უკვე იცნობს 82 წლის პარასკიოსა და 41 წლის კოსტის, რომელთაც რამდენიმე ხნის წინ განაცხადეს, რომ დაოჯახებას და გრანდიოზული ქორწილის გადახდას აპირებდნენ. შესაძლოა ეს ყველას ხუმრობა ეგონა, თუმცა, დღეს ისინი უკვე ცოლ-ქმარი არიან და ჯვარის დაწერილი აქვთ.

კრეტადან ვრცელდება კადრები, თუ როგორ ჩაიარა მათმა ცერემონიამ – სიძე ტრადიციულად ეკლესიის კიბეზე ელოდა პატარძალს, გარშემო კი, ახლობლები, მეგობრები და ოჯახის წევრები ჰყავდათ.

კოსტიცა და პარასკიოც კრეტას პატარა სოფელში მეცხოველეობით არიან დაკავებულნი. კოსტი ამბობს, რომ თავდაპირველად არ დაფიქრებულა სერიოზულად, მაგრამ რაც დრო გადიოდა და პარასკიოს უკეთ იცნობდა, ხვდებოდა, რომ დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ეს ქალი მოსწონდა და სწორედ მისთვის უნდა დაეკავშირებინა ცხოვრება.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ