fbpx
საბერძნეთი

კუნძულ ხიოსის მოსახლეობა კირიაკოს მიცოტაკის მრავალწლიან ტრადიციასთან დაკავშირებით ზომების მიღებას სთხოვს

კუნძულ ხიოსზე, კერძოდ, ვრონტადუს მოსახლეობა კირიაკოს მიცოტაკის ღია წერილით მიმართავს და სთხოვს, რომ მთავრობამ გარკვეული ზომები მიიღოს მრავალწლიან ტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც აღდგომას უკავშირდება. საუბარია ე.წ. “მაშხალების ომზე”, რომელიც ყოველ წელს იმართება და როგორც ისინი აცხადებენ, ეს ტრადიცია შეიცავს დიდ საფრთხეებს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ასევე, ქონებისთვის.

მოსახლეობის ნაწილი, რომელიც პროტესტს გამოთქვამს, ადვოკატის საშუალებით ითხოვს, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები, რომ ყველა ადამიანის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.

“ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ტრადიცია სრულიად უნდა გაუქმდეს, მაგრამ უნდა დავსხდეთ და მოვიფიქროთ, თუ რა პირობებში წარიმართება “მაშხალების ომი”, ვფიქრობთ, რომ ეს უნდა მოხდეს ცალკეულ ტერიტორიაზე, კონკრეტული რაოდენობის მაშხალებით,” აცხადებს ადვოკატი.

აღნიშნული ტრადიცია კუნძულ ხიოსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია და ყოველ წელს ამ სანახაობას ბევრი ადამიანი მოუთმენლად ელის. როგორც ჩანს, წელს პირველად დადგა საკითხი, რომ სერიოზულად განეხილათ, რამდენად უსაფრთხოა ეს ყველაფერი მოსახლეობისა და უძრავ-მოძრავი ქონებისთვის.

onalem

ტესტ