fbpx
საზოგადოება

ემიგრანტი, რომელიც ათენში ცარიელი ხელებით ჩამოვიდა, დღეს კი დიზაინერია და 7 დეკემბერს მისი ტანსაცმლის ჩვენება შედგა

“ეს არის ის, რაც მიყვარს ყველაზე მეტად ამქვეყნად და ჩემი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყურება მაძლევს უდიდეს სტიმულს, გავაგრძელო საქმიანობა,” ამბობს ემიგრანტი გოგონა, რომელიც ათენში სრულიად ცარიელი ხელებით ჩამოვიდა და დღეს მოდის დიზაინერის სტატუსს ფლობს.

7 დეკემბერს გაიმართა ჩვენება, რომელსაც სახელად “ცეცხლი” ერქვა. შაფიკა კიასი ავღანეთიდან არის და ემიგრაციაში ჯერ ირანში, შემდეგ კი საბერძნეთში მოხვდა. როგორც ათენი-მაკედონიის საინფორმაციო სააგენტოსთან ამბობს, კერვა დედისგან ისწავლა და ეს გახდა მისთვის ერთადერთი საშუალება, რომ გადაერჩინა თავი იქ, სადაც იყო.

შაფიკა წლების მანძილზე ცდილობდა, რომ ოცნება აესრულებინა და გაეკეთებინა ტანსაცმლის საკუთარი ხაზი, რომელშიც შევიდოდა ქალური, თანამედროვე, არტისტული და ელეგანტური სამოსი და ეს შეძლო კიდეც. სახელი, კი (“ცეცხლი”) სწორედ იმიტომ დაარქვა, რომ სჯერა, ყველა ადამიანში არის გარკვეული ცეცხლი, რომელიც სწორ მომენტში იღვიძებს და უბიძგებს მათ ოცნებების ახდენისკენ.

 

onalem

ტესტ