fbpx
კრიმინალი

ამ წუთებში: იოანა პალიოსპირუს წინაშე ქალი, რომელმაც ცხოვრება გაუნადგურა

იოანა პალიოსპირუსთვის კიდევ ერთი უმძიმესი დღე დადგა. ის სასამართლოში იმყოფება დილის 09:00 საათიდან და როგორც იქნა, ბრალდებული ეფი კაკარანძულა პროცესზე გამოცხადდა.

როდესაც იოანამ შეიტყო, რომ ქალი, რომელმაც სახის 93% დაუწვა და ფაქტობრივად, ცხოვრება გაუნადგურა, ადგილზე მივიდა, მას შემდეგ ცდილობს მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნოს. მეორეს მხრივ კი, დედა და ადვოკატები გვერდით უდგანან და უთხრეს, რომ თუკი ემოციებს ვერ გააკონტროლებს, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია და ამის არ უნდა შერცხვეს.

კაკარანძულას პოლიცია იცავს, იოანა კი მას დაჟინებით უყურებს, რომ აგრძნობინოს, რა ჩაიდინა.

როგორც მისი ადვოკატები ამბობენ, დღევანდელ პროცესზე ბევრი აქამდე უცნობი ფაქტი გამომჟღავნდება.

ნახეთ კადრები:

onalem

ტესტ