fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანაპირო, რომელიც ნაგვით არის სავსე – რას ამბობს მერი?!

სოციალურ ქსელში აქტიურად ტრიალებს კადრები, რომლებიც საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სანაპიროზეა გადაღებული. საუბარია ნავაგიოს პლაჟზე, რომელიც კუნძულ ზაკინთოზე მდებარეობს და ყოველ წელს მილიონობით ტურისტს მასპინძლობს.

“ეს არის ბერძნული ზაფხული 2022. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, რომ რამდენიმე საათით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სანაპიროზე წახვიდე, ამაში ფული გადაიხადო და შემდეგ იქ ნაგავი დატოვო,” წერს გარემოსდამცველი, მიხალის ბაკასი სოციალურ ქსელში.

მედიასთან ისაუბრა კუნძულის მერმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ნავაგიოს სანაპიროს ტერიტორია არ შედის მერიის იურისდიქციაში, შესაბამისად, ისინი არ არიან პასუხისმგებელი პირები და არ ევალებათ აღნიშნული სანაპიროს გასუფთავება. ზაკინთოს მერი დასძენს, რომ საჭიროა სპეციალური გემისა და ადამიანების დაქირავება, რომ იქ დარჩნენ და მონიტორინგი გაუწიონ სისუფთავის დაცვას, ვინაიდან ნავაგიოზე სახმელეთო გზით მისასვლელი არ არის და საჭიროა ნავის საშუალებით მისვლა, პერიოდულად.

ნავაგიოს ლაჟვარდოვანი სანაპიროს მოსანახულებლად ადამიანები მთელი მსოფლიოდან მოდიან, ის არა მხოლოდ ზაკინთოს და საბერძნეთის, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ცნობილი სანაპიროა, რომელსაც ჩაძირული გემი, “პანაიოტი”, ამშვენებს.

onalem

ტესტ