fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში ამინდი უარესდება: მომდევნო დღეების საგანგებო პროგნოზი

სინოპტიკოსი, საკის არნაუტოღლუ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მომევნო ორი დღის მანძილზე საბერძნეთში ამინდი უარესდება. მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი და ზოგან სეტყვაც კი.

კერძოდ, ხვალ, პარასკევს, შუადღის საათებიდან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა იონიის ზღვაში, იპიროს ტერიტორიაზე, დასავლეთ და ცენტრალურ მაკედონიაში, საღამოს კი, თესალიაში.

შაბათს კვლავ ნალექია ნავარაუდევი აღმოსავლეთ მაკედონიაში, ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე, თესალიაში, სპორადესის კუნძულებზე, აღმოსავლეთ სტერეასა და ევიაში.

აღსანიშნავია, რომ ტემპერატურა ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში დაიკლებს და მაქსიმუმ 26, ზოგან კი, 28 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება ათენს, ხვალ, 8 ივლისს, მოსალოდნელია მზიანი ამინდი, ჰაერი კი, 34 გრადუსამდე გათბება, ხოლო შაბათს 32 გრადუსი და ასევე მზიანი ამინდია ნავარაუდევი.

თესალონიკში ხვალ სინოპტიკოსები წვიმას პროგნოზირებენ, ისევე როგორც შაბათს.

onalem

ტესტ