fbpx
საბერძნეთი

სიახლე: უფასო სწრაფი ტესტი ყველას ყოველ კვირას აფთიაქებში – რა გვჭირდება?!

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, აკის სკერცოსმა განაცხადა, რომ თითოეულ მოსახლეს აფთიაქებში კორონავირუსის სწრაფ ტესტებზე უფასო წვდომა ექნება.

კერძოდ, მთელი საბერძნეთის მასშტაბით მდებარე აფთიაქებში შესაძლებელი იქნება სწრაფი ტესტის (ე.წ. rapid test) მიღება, სრულიად უფასოდ, ყოველ კვირას. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ მიზნით, რომ გაიზარდოს ტესტირების რაოდენობა, კვირაში 300.000-დან 10.000.000-მდე. რაც მეტი ტესტი ჩატარდება, მით უფრო მეტად იქნება შესაძლებელი კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვა, ვინაიდან დაახლოებით ცნობილი იქნება მისი გავრცელების მასშტაბები.

როგორც სკერცოსი აცხადებს, ყოველი კვირის მანძილზე თითოეულ ადამიანს შეეძლება აფთიაქში უფასო სწრაფი ტესტი მიიღოს, ამისთვის კი, უნდა წარადგინოს თავისი AMKA-ს ნომერი.

onalem

ტესტ