fbpx
საბერძნეთი

ოფიციალურად! ზომების შემსუბუქება საბერძნეთში – ნახეთ, რა როდის იხსნება

ნიკოს ხარდალიასის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ხვალიდან საბერძნეთში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება. საუბარია კარანტინის შემსუბუქებაზე და რამდენიმე დაწესებულების გახსნაზე.

ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ კარანტინი სრულიად მოიხსნა და SMS-ები ძალაში აღარ არის. გადაადგილებისთვის კვლავ საჭირო იქნება SMS-კოდების გაგზავნა, თუმცა, მუშაობას იწყებენ დაწესებულებები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე იყო დაკეტილი.

კერძოდ:

  • იხსნება სილამაზის სალონები
  • იხსნება ესთეტიკური ცენტრები
  • იხსნება ფრჩხილების მოსაწესრიგებელი სალონები
  • გადაადგილების აკრძალვა შაბათ-კვირას 19:00 საათიდან უქმდება და იქნება ისევ ჩვეულებრივ, 21:00 საათიდან
  • იხსნება არქეოლოგიური ტერიტორიები (რომლებსაც აქვთ ღია სივრცე, იმოქმედებს შეზღუდვა ვიზიტორთა რაოდენობაზე)
  • პარკებისკენ გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ფეხით ან ველოსიპედით და არა მანქანით (იგზავნება კოდი 6)
  • ინდივიდუალური თევზაობა დაიშვება მათთვიც, ვინც სანაპიროებთან ახლოს ცხოვრობს, კოდით 6.

ამრიგად, სილამაზის სალონების მიმართულებით გადასაადგილებლად უნდა გავაგზავნოთ SMS, კოდით 6, ხოლო არქეოლოგიური ტერიტორიების სტუმრობისას 6.

ასევე, დაშვებული იქნება ეკლესიაში წირვა-ლოცვა მრევლის დასწრებით, თუმცა, შეზღუდვით – ყოველ 25 კვმ-ზე 1 ადამიანი.

 

onalem

ტესტ