fbpx
კრიმინალი

თაღლითმა ბერძენ წყვილს სახლის შესაძენად 11.500 ევრო წინასწარ გადაახდევინა და შემდეგ გაქრა

ახაიაში მცხოვრებმა წყვილმა როგორც იქნა საოცნებო სახლი იპოვა და მისი შეძენა გადაწყვიტა. ირკვევა, რომ მათ რეკლამა სოციალურ ქსელში ნახეს, დაუკავშირდნენ ადამიანს, რომელიც ამ ბინას ყიდდა და ყველაფერზე შეთანხმდნენ.

მათი საჩივრის მიხედვით, თანხა წინასწარ გადაიხადეს, 11.500 ევროს ოდენობით, რაც ცხადია, არ იყო სრული ღირებულება, არამედ, უბრალოდ გადარიცხვა, რომელიც გარანტიას იძლეოდა, რომ ბინას ნამდვილად შეიძენდნენ.

რეალობა კი ის აღმოჩნდა, რომ არც სახლი არსებობდა და ეს იყო თაღლითის გეგმა, რომ წყვილისთვის ფული გამოეძალა. ისინი დაარწმუნა, რომ 11.500 ევრო წინასწარ გადაერიცხათ და როგორც კი აიღო, თავადაც გაქრა და მასთან დასაკონტაქტებელი ყველანაირი საშუალებაც.

ახაიას პოლიციის დეპარტამენტი საქმის გამოძიებას და დამნაშავის იდენტიფიცირებას ცდილობს.

onalem

ტესტ