fbpx
საბერძნეთი

ათენი: ცნობილი ქირურგი პაციენტისგან 1.000 ევროს ოდენობის ქრთამის აღებისთვის დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში მომუშავე ცნობილი ქირურგი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

როგორც ირკვევა, პაციენტისთვის მას ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ მანამდე მისი ოჯახისგან დამატებითი თანხა მოითხოვა, 1.000 ევროს ოდენობით, სხვა შემთხვევაში, ოპერაციას აჭიანურებდა.

აღნიშნულის შესახებ პაციენტის ნათესავმა პოლიციაში შეიტანა საჩივარი, რის შედეგადაც დაიგეგმა სპეციალური ოპერაცია და ექიმისთვის გადასაცემი თანხა მონიშნეს. მას შემდეგ, რაც მას თანხა მიუტანეს, ადგილზე ოფიცრებიც მივიდნენ და ფულის აღების ფაქტზე დააკავეს.

ექიმი პროკურატურაში გადაიყვანეს, მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

onalem

ტესტ