fbpx
საბერძნეთი

“შეზღუდვები კიდევ ხანგრძლივდება, მაგრამ მათ მოხსნასთან ახლოს ვართ” – იანის იკონომუ

დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში შემზღუდველი ზომები 24 იანვარს არ მოიხსნება და 31 იანვრამდე იქნება ძალაში. აღნიშნულის შესახებ ისაუბრა მთავრობის სპიკერმა, იანის იკონომუმაც.

იკონომუს განცხადებით, ყოველ ჯერზე ხდება ეპიდმდგომარეობის შეფასება, ამჟამინდელი მონაცემებით კი, ექსპერტთა საბჭომ შეზღუდვების ვადების გახანგრძლივების რეკომენდაცია გასცა.

“რეალობა ის არის, რომ გვაქვს დეესკალაცია, მაგრამ პარალელურად, ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე. საუბარია ძირითადად უბრალო კოვიდ-საწოლებზე და ასევე რეანიმაციულ, სპეციალურ საწოლებზე, რომელებიც გადატვირთულია.

მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ ძალიან ახლოს ვართ არსებული შეზღუდვების მოხსნასთან,” აცხადებს იკონომუ.

შეგახსენებთ ყველა იმ ზომას, რომელიც 31 იანვრამდე იქნება ძალაში:

საჯარო ტრანსპორტის, სარესტორნო სფეროს და სუპერმარკეტების თანამშრომლებს მოეთხოვებათ ატარონ ორმაგი პირბადე ან KN95 ტიპის პირბადე.

მომხმარებლებს სუპრმარკეტში, ასევე, მგზავრებს საჯარო ტრანსპორტში მოეთხოვებათ ატარონ ორმაგი პირბადე ან KN95 ტიპის პირბადე.

კაფე-ბარები, ტავერნები, რესტორნები და ღამის კლუბები იმუშავებენ მხოლოდ ღამის 12 საათამდე, იკრძალება მუსიკა.

არ დაიშვებიან კლიენტები ფეხზე მდგომ მდგომარეობაში (ანუ დასაშვებია მხოლოდ მაგიდებთან დასხდომა), ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 ადამიანი.

სტადიონებზე დაიშვება მაყურებელთა მხოლოდ 10%.

მოხუცთა მოსავლელ ცენტრებში ვიზიტი დასაშვები იქნება 48 საათიანი PCR ტესტით, საავადმყოფოებში კი, აკრძალულია ვიზიტორთა მიღება.

საჯარო და კერძო სექტორში დისტანციურ მუშაობაზე გადავა თანამშრომელთა 50%-მდე, ასევე მოქმედებს მოძრავი/ცვალებადი გრაფიკი.

 

onalem

ტესტ