fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: არავაქცინირებულებისთვის გაცნობის ჯგუფი შეიქმნა – რას ამბობს იდეის ავტორი?!

როგორც Protothema.gr იუწყება, ფეისბუქში შეიქმნა გაცნობის ჯგუფი, რომელიც სპეციალურად მხოლოდ აუცრელებისთვის არის განკუთვნილი. ჯგუფის წევრთა მიზანია გაიცნონ სხვა ადამიანები, რომლებიც ასევე უარს ამბობენ კორონავირუსის წინააღმდეგ აცრაზე, რადგან თვლიან, რომ მათი კონტაქტები, ამის გამო, ვაქცინირებულ ადამიანებთან გაცილებით შეზღუდული შეიძლება იყოს.

როგორც ჯგუფის შექმნის იდეის ავტორი ტელეკომპანია Mega-სთან ამბობს, ერთ კვირაში უკვე 200-მდე ადამიანი შეიკრიბა და მოხარულია ამ წარმატებით, თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ ზუსტად არ იცის, აქვთ თუ არა ჯგუფის წევრებს კონტაქტი ერთმანეთთან.

“ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა, მეგობართან ერთად მოვიფიქრე და ვნახავთ, როგორ წავა. მეც აუცრელი ვარ და კონკრეტულად კოვიდის ვაქცინის გაკეთება არ მსურს, ზოგადად კი, სხვა ვაქცინების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ვფიქრობ, რომ არასწორი სიტყვაა “ანტივაქსერები”, ჩვენ უბრალოდ აუცრელები გვქვია.

ჩემი აზრით, ვინაიდან აუცრელებს მეტი შეზღუდვა გვაქვს, საინტერესო იქნება, რომ ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ, იზოლაციის დროს. შემცირდა ადამიანებთან შეხვედრის შესაძლებლობა, რადგან არ შეგვიძლია მთელ რიგ დაწესებულებებში შესვლა. გვსურს, რომ ეს პრობლემები დავძლიოთ,” ამბობს ჯგუფის დამფუძნებელი.

onalem

ტესტ