fbpx
საბერძნეთიტერორიზმი

ავსტრალიელი ტერორისტი ათენის საერთაშორისო აეროპორტში – რა უნდოდა მას საბერძნეთში?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 28 წლის ტერორისტი, რომელმაც გუშინ ახალ ზელანდიაში ნამდვილი სასაკლაო მოაწყო, საბერძნეთშიც იმყოფებოდა. რა გაარკვია პოლიციამ აღნიშნულთან დაკავშირებით?!

ახალი ზელანდიის პრემიერი აცხადებს, რომ მამაკაცი არასოდეს ყოფილა პოლიციის დაკვირვების ქვეშ ან რაიმე მსგავს დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი.

ტელეკომპანია Alpha-ს რეპორტაჟის მიხედვით, 2016 წლის ზამთარში 28 წლის ბრენტონ ტარანტი ათენის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც კაიროდან ჩამოვიდა, ხოლო შემდეგ ბუქარესტში გაფრინდა. უკანა გზაზე კი ზუსტად იგივე რეისებით იმგზავრა. გუშინდელი დღიდან საბერძნეთის მთავრობა ცდილობს გაარკვიოს მისი ქვეყანაში ყოფნის ფაქტები.

ცხადია, რომ ის იმყოფებოდა ათენში აეროპორტში, საზოგადოების თავშეყრის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ადგილას, თუმცა, ამ დროისთვის გამოძიების მთავარი თემაა, მხოლოდ გავლით ჩამოვიდა თუ დარჩა კიდეც ის საბერძნეთში.

ინტერპოლმა საბერძნეთის პოლიციასთან თანამშრომლობა დაიწყო, რადგან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტარანტი საბერძნეთის სხვა ქალაქშიც იმყოფებოდა, რადგან იმგზავრა ავტობუსითაც ბალკანეთის ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ მან გუშინ ქალაქ ქრაისტჩარჩში მდებარე მეჩეთში ცეცხლი გახსნა და ვიდეო თამაშის პრიციპით ამოხოცა 49 ადამიანი.

 

 

onalem

ტესტ