fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ორი თვის შემდეგ საბერძნეთში დაწყებითი სკოლები გაიხსნა – რა SMS უნდა გააგზავნონ მშობლებმა?!

დღეს საბერძნეთში დაწყებითი სკოლები და საბავშვო ბაღები გაიხსნა და პატარები მერხებს დაუბრუნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტთა შორის არსებობდა აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა, სკოლები გაიხსნა და ახლა ცალკე გამოწვევად რჩება მათი ღიად შენარჩუნება.

ცხადია, სკოლებში კვლავ ვალდებულებად რჩება პირბადეების ტარება, ხოლო მასწავლებლებს ჩაუტარდათ ტესტები კორონავირუსზე, ვიდრე სწავლა ჩვეულ რეჟიმში აღდგებოდა.

იმისთვის, რომ მშობელმა ან ოჯახის რომელიმე წევრმა ბავშვი სკოლაში ან ბაღში მიიყვანოს და იქიდან წამოიყვანოს, უნდა გააგზავნოს SMS, ციფრით 4, ნომერზე 13033.

შეგახსენებთ, რომ კარანტინის პირობები ქვეყანაში ოფიციალურად 18 იანვრამდე მოქმედებს.

 

 

onalem

ტესტ