fbpx
საბერძნეთი

ომონია: 35 წლის მამაკაცი გაათავისუფლეს – პროკურატურა განიხილავს, რომ მას შვილის დახრჩობა კი არა, გადარჩენა სურდა

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა განიხილავს ვარაუდს, რომ 35 წლის მამაკაცმა, რომელიც ომონიაზე დააკავეს, თავისი შვილის დახრჩობა კი არა, გადარჩენა სცადა.

protothema.gr-ის ცნობით, ის გაათავისუფლეს, რადგან განაცხადა, რომ ეგონა მისი ბავშვი იხრჩობოდა, შედეგად ხელი პირში ჩაუდო და მის დახმარებას ცდილობდა.

საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, რადგან პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი ნარკოტიკების მომხმარებელია და სწორედ გუშინ დილით ცოლის საცხოვრებელში შეიჭრა, მას ფიზიკურად გაუსწორდა, ბავშვი გაიტაცა და გაიქცა. ქალი მათ გაჰყვა და ასე აღმოჩნდნენ, ომონიის ქუჩებში.

ამავე წყაროებზე დაყრდნობით, ბავშვს ჩაუტარდება სპეციალური ექსპერტიზა, რათა დადგინდეს, თუ ზუსტად რა მოხდა.

onalem

ტესტ