fbpx
კრიმინალი

“ეს არ უნდა მომხდარიყო” – რას ეუბნებოდა ეფი კაკარანძულა საკუთარ ბიძაშვილს თავდასხმის შემდეგ?!

მჟავით თავდასხმის ამბავთან დაკავშირებით მოწმეთა მირ მიცემული ჩვენებები ამბავს კიდევ უფრო შოკისმომგვრელს ხდის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ცხადია, უფრო ნათელი ხდება, თუ რა ზრახვები ჰქონდა ეფი კაკარანძულას და რამდენად კარგად თამაშობდა უდანაშაულოს როლს საბედისწერო დღის შემდეგ.

მედია აქვეყნებს ეფის ბიძაშვილის ჩვენებას:

“თავდასხმის შემდეგ ნამდვილად იყო ცოტა უფრო აღელვებული და თითქოს ამ სამყაროსგან მოწყვეტილი, მაგრამ ამ ყველაფერს კარანტინს ვაბრალებდით. რას წარმოვიდგენდი, რომ ეს მისი გაკეთებული იქნებოდა.

როცა ამბის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მეუბნებოდა შემდეგ სიტყვებს: “რა კოშმარია. შენი აზრით, რის გამო შეიძლებოდა მომხდარიყო ეს ყველაფერი?! არაფრის გამო არ უნდა გაეკეთებინა.” 

მიუხედავად ამისა, ეფი არ არის ასეთი ადამიანი. მისი მშობლები საერთოდ არ არიან კარგად და იმიტომაც არის, რომ არ მოდიან სასამართლოზე. ეშინიათ მოსალოდნელი თავდასხმის. საზოგადოებაში შექმნილი მოსაზრება არ არის მცდარი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მშობლები არ არიან დამნაშავეები,” ამბობს ქალი.

მეორეს მხრივ, პალიოსპირუს მეგობარი, ანიტა ნათანაილი ამბობს, რომ იოანასგან ბევრჯერ აქვს მოსმენილი, რომ თვითმკვლელობას აპირებდა.

onalem

ტესტ