fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

5.3 ბალიანი მიწისძვრა საბერძნეთში – აქვს თუ არა მას კავშირი თურქეთის მიწისძვრასთან

საბერძნეთში, კერძოდ, კუნძულ კარპათოსის აღმოსვლეთ ნაწილში, საზღვაო ტერიტორიაზე,  5.3 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. გაჩნდა კითხვა, აქვს თუ არა რაიმე სახის კავშირი მას თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან, რომელმაც დიდი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.

ათენის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიღრმე 10 კილომეტრი იყო. რყევა იმდენად ძლიერი იყო, რომ იგრძნობოდა როდოსზე, კასოსა და კარპათოსზე.

ბერძენი სეისმოლოგი ეფთიმიოს ლეკასი აცხადებს, რომ ეს რეგიონი სეისმურად საკმაოდ აქტიურია, ამიტომ მსგავსი ძლიერი ბიძგის დაფიქსირება გასაკვირი არ არის.

ლეკასი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ მიწისძვრას თურქეთის მიწისძვრასთან საერთო არაფერი აქვთ.

 

 

onalem

ტესტ