fbpx
საზოგადოება

“ორჯერ მოხდა ისე, რომ ჩემს პარტნიორებთან ვაღიარე, რომ სხვა შემიყვარდა” – მარია სოლომუ

ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მსახიობი, მარია სოლომუ, გრიგორი არნაუტოღლუს გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც თითქმის ყველაფერზე გულწრფელად ისაუბრა, მათ შორის, შვილსა და პირად ურთიერთობებზე.

“ალექსანდრო ახლა 15 წლის არის. საბედნიეროდ, მისი მოზარდობა ჩემსას არ ჰგავს. მე სახლიდან გასვლის გამო ფანჯარასაც კი გავამტვრევდი, ის კი სახლის კატასავით არის.

13 წლიდან მამასთან ერთად ცხოვრობს. მარიოსთან შევათანხმე, რომ მოზარდობის ასაკს მასთან გაატარებდა და ასეც მოხდა, მოვიდა ეს დროც. მარიომ მითხრა, რომ ძალიან უნდოდა მასთან ყოფილიყო და ალექსანდროსაც მოსწონს. ზოგიერთი ჩემი მეგობარი დედა მეუბნება, რომ ამას ვერასოდეს გააკეთებდა, მაგრამ მე მას ვნახულობ, როცა მინდა და მუდმივად ვესაუბრები.”

რაც შეეხება, პირად ურთიერთობას, სოლომუმ თქვა:

“ბოლო 15 წელი ურთიერთობაში ვიყავი. ეს შემთხვევითია. ჩემი ოცნებაა, რომ მარტო ვიყო. ყოველთვის მქონდა სერიოზული დამოუკიდებლობის სინდრომი. 

ორჯერ მოხდა ისე, რომ ჩემს პარტნიორებთან ვაღიარე, რომ სხვაზე ვიყავი შეყვარებული. ამის გამო დავისაჯე, რადგან არ უნდა გამეკეთებინა, შემდეგ ეს რაღაცნაირად უკან გიბრუნდება.

იმ გამოცდილებით, რაც ახლა მაქვს, შემიძლია ვთქვა: “არასდროს მხოლოდ ერთ ადამიანთან”. არ შემიძლია წარმოვიდგინო “მუდამ ერთად”. ამ დროისთვის არ მაქვს ეს ლოგიკა. ადამიანები ვართ და ვიცვლებით. როცა ჩემს წარსულ ურთიერთობებზე ვფიქრობ, ვამბობ, როგორ შეიძლებოდა ამ კაცთან ყოფნა და ამ წლების შეჭმა,” ამბობს მსახიობი.

onalem

ტესტ