fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ექიმები ემიგრანტებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს გაუწევენ

📢 ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ შეხვედრა გამართა სამედიცინო სფეროში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეებთან, რომლებმაც ქართველი ემიგრანტებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციების გამართვის თაობაზე გენერალური კონსულის ინიცირებულ პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
✅ ნოდარ კომახიძემ ექიმებს პროექტში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა და ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.
✅ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საყოველთაო კარანტინის (Lockdown) დასრულების შემდეგ, ექიმები უფასო სამედიცინო კონსულტაციებს/გამოკვლევებს გაუწევენ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ სამედიცინო დაზღვევა, რის გამოც ვერ იღებენ სამედიცინო მომსახურებას.
✅ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 24 ნოემბრიდან, ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო დაიწყებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებზე მოქალაქეთა წინასწარ ჩაწერას.
✅ ვიზიტზე ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ცხელი ხაზის ნომრებზე: +306973462002; +306955737000;
✅ ჩაწერები განხორციელდება კარანტინის დასრულებამდე.