fbpx
ემიგრაციული სიახლეები

GEO TAXI – ტაქსის სერვისი ქართველი მოგზაურებისა და ემიგრანტებისთვის

ქართველი მოგზაურებისა და ემიგრანტებისთვის მგზავრობის გასამარტივებლად ტაქსის ქართული პლატფორმა GEO TAXI შეიქმნა. პროექტის ინიციატორია კავშირგაბმულობის კომპანია “გლობალ სელი”. GEO TAXI ქართველ მოგზაურებს  და უცხოეთში მცხოვრებ ემიგრანტებს დააკავშირებს ერთმანეთს. ასევე, მოგზაურები უცხოეთში ყოფნისას ემიგრანტი თანამოქალაქეების სატრანსპორტო სერვისით ისარგებლებენ. “გლობალ სელში” იმედოვნებენ, რომ ამგვარად, უცხოეთში ყოფნისას ტრანსპორტით გადაადგილება მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომი გახდება ქართველი მოგზაურებისთვის. კომპანია “გლობალ სელი” უფასო მობილურ კავშირსაც უზრუნველყოფს მოგზაურებსა და სერვისის მიმწოდებელ ემიგრანტებს შორის. GEO TAXI-ის სერვისი უკვე აქტიურია იტალიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში. პროექტის ავტორების ვარაუდით, მომსახურება მალე ოცდაათზე მეტ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი. მათი თქმით, საქართველოს გარეთ, მილიონნახევარი ემიგრანტი ცხოვრობს და სერვისის გაწევა ნებისმიერ მათგანს შეეძლება, ნებისმიერი ქვეყნიდან, თუკი შერჩევის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. რა პრობლემებს გადაუჭრის ტაქსის ქართული სერვისი ქართველ მოგზაურებსა და ემიგრანტებს?

M: რამდენად ხელმისაწვდომია “ჯეო ტაქსის” სერვისი?

საზღვარგარეთ ტაქსით მგზავრობისთვის ადამიანს უწევს ტაქსის კომპანიის სერვისით სარგებლობა. უცხოური კომპანიების ტარიფით გადაადგილება საკმაოდ ძვირია, რის გამოც მგზავრები იძულებულები არიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ. GEO TAXI არის ძვირადღირებული ტაქსების ეფექტური ალტერნატივა. ჩვენთან თანამშრომლობენ ქართველი ემიგრანტები, რომლებიც კონკრეტულ ქვეყნებში ცხოვრობენ, ჰყავთ საკუთარი ავტომობილი და არ წარმოადგენენ რომელიმე ტაქსის კომპანიას. ჩვენი დაკვირვებით, ქართველი ემიგრანტი მძღოლები, ქართველ ტურისტებს მნიშვნელოვნად ნაკლებს ახდევინებენ, ვიდრე ზემოხსენებული ტაქსები. ამასთან, ქართველი მძღოლები უწევენ სრულ სერვისს, ათვალიერებინებენ ქალაქს, ხშირად, გიდის ფუნქციასაც ითავსებენ… საერთო ჯამში, ერთი მხრივ, “ჯეო ტაქსი” ნაკლებდანახარჯიანია, მეორე მხრივ ქართველი თანხას უხდის ქართველს და არა უცხოურ კომპანიას, ხოლო როგორც ცნობილია, ემიგრანტები შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ საქართველოში გზავნიან.

M: რა კრიტერიუმებით არჩევთ ტაქსის მძღოლებს?

პირი, რომელსაც სურს ჩვენთან ითანამშრომლოს, ავსებს სპეციალურ სააპლიკაციო ფორმას. გვიგზავნის საკუთარ ფოტოებს, ავტომობილის ფოტოებს, ავტომობილის მართვის დამადასტურებელ დოკუმენტს და ტექ.პასპორტის ნომერს, რათა დარწმუნებით ვიცოდეთ, რომ იმ ქვეყანაში მას ლეგალურად აქვს ავტომობილით გადაადგილების უფლება. ძალიან ბევრი სააპლიკაციო ფორმა შემოგვდის. ჩვენ ვარჩევთ, ვამოწმებთ ყველა იმ დოკუმენტს, რომლებსაც აპლიკაციის შევსებისას გვიგზავნიან. ყველა მძღოლის პროფაილში იქნება შეფასების გვერდი. შესაბამისად, ყველა მგზავრი შეძლებს მძღოლის მომსახურების შეფასებას. თავის მხრივ, ადამიანს, რომელიც საზღვარგარეთ აპირებს წასვლას, შეეძლება თვალი გადაავლოს მძღოლის პორტფოლიოს, შეფასებებს და თავად აირჩიოს, ვინ მოემსახურება.

M: ასეთი პროექტის მენეჯმენტი დისტანციურად არც ისე მარტივია. როგორია მუშაობის მექანიზმი?

პორტალზე დარეგისტრირებულ ტაქსის მძღოლებს უფასოდ ვაძლევთ ქართულ მობილურის ნომრებს. ჩვენი მონაწილეობა იმაში მდგომარეობს, რომ მოგზაური შედის “ჯეო ტაქსის” გვერდზე, ნახულობს მისთვის საინტერესო ქალაქში რომელი მძღოლები მუშაობენ, როგორია ავტომობილი და იქვე ნახულობს ქართულ მობილურის ნომერს, რომელზეც შეუძლია დაურეკოს უფასოდ (თუ ულიმიტო პაკეტი აქვს ჩართული) ან, სტანდარტული ტარიფით, წუთში მაქსიმუმ 24 თეთრად. დარეკვისას შეათანხმებს ჩასვლისა და მოძრაობის დეტალებს. “ჯეო ტაქსის” ვებგვერდზე ჩვენ უზრუნველვყოფთ ინფორმაციას, თუ ვინ და რომელ ქალაქში წევს სატრანსპორტო მომსახურებას და ვუთითებთ მძღოლის საკონტაქტო ნომერს.

M: როგორ შეიძლება განვითარდეს ეს იდეა. საუკეთესო შედეგად რას ჩათვლით?

მომდევნო თვიდან ვებგვერდს დაემატება ორი მოდული. ერთი მხრივ, ბლოგი, სადაც ბლოგერები ამა თუ იმ ქვეყნისა და ქალაქის შესახებ დადებენ ბლოგებს. ეს იქნება სასარგებლო ინფორმაცია პოტენციური მოგზაურისთვის. იქნება ქვეყნებისა და ქალაქების მიხედვით მნიშვნელოვანი ინფორმაცია: რა უნდა მოვინახულო ამ ქალაქში, რომელია მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნავი ძეგლები, ის სიტყვები, რაც მოგზაურობისას გამომადგება კომუნიკაციაში, როგორ გადავიდე სხვა ქვეყნებში, რა მარშრუტებით ვისარგებლო და მოკლედ, ყველაფერი, რაც კი მოგზაურობის დროს შეიძლება დაგვჭირდეს. გვინდა, ქართველი მოგზაურებისთვის #1 პროდუქტად ვაქციოთ.

 

წყარო: www.marketer.ge

onalem

ტესტ