fbpx
საბერძნეთი

ათენი: ბერძენმა მამაკაცმა 31-ჯერ “გააქირავა” სახლი, რომელიც თავისიც კი არ იყო და 128.000 ევრო მიითვისა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ათენში მოხდა. პოლიციამ დააკავა 41 წლის მამაკაცი, რომელიც ვებ-გვერდის საშუალებით აქირავებდა ბინას, რომელიც მის საკუთრებაშიც კი არ იყო. ცხადია, დაინტერესებული პირები არასოდეს შედიოდნენ რეალურად ბინაში, რომელსაც ვითომდა ქირაობდნენ.

საქმის მასალების მიხედვით, მამაკაცი ერთსა და იმავე ბინას დებდა მუდმივად გასაქირავებლად და 31-ჯერ “გააქირავა” ის. ანუ 31-ჯერ იპოვა დაინტერესებული პირები, გადაახდევინა მათ წინასწარ თანხა, რომელსაც ჩვეულებრივ გამქირავებლები იღებენ ხოლმე და შემდეგ, ცხადია, სხვადასხვა მიზეზებს უსახელებდა, რომელთა გამოც, სახლში ვერ გადავიდოდნენ. პარალელურად, თავს ადვოკატად ასაღებდა.

იმისთვის, რომ მეტად დამაჯერებელი ყოფილიყო, ქმნიდა ელექტრონულ კონტრაქტებსაც, რომლებსაც სახლის დაქირავებისას აფორმებენ. როგორც კი, მოიჯარისგან თანხას მიიღებდა, მაშინვე აუქმებდა და ეუბნებოდა, რომ სამწუხაროდ, შეთანხმებას ვერ შეასრულებდა, თანხას კი უკან დაუბრუნებდა. ცხადია, არც ეს დაპირება სრულდებოდა და ის უბრალოდ, ქრებოდა.

41 წლის ბერძენმა აღნიშნული საქმიანობით 128.000 ევრო მიითვისა.

 

onalem

ტესტ