fbpx
კრიმინალი

ათენისკენ მომავალი 7 უსაბუთო ემიგრანტი პოლიციამ მანქანაში დამალული იპოვა

ათენი-თესალონიკის გზაზე პოლიციამ საერთო ჯამში 8 ადამიანი აიყვანა. მათ შორის 7 ათენისკენ მომავალი არალეგალი ემიგრანტია, ხოლო ერთი მათგანი 25 წლის მამაკაცი, რომელსაც ისინი საბერძნეთში შემოჰყავდა.

მანქანა საგზაო პოლიციის მიერ იქნა გაშიფრული და მას შემდეგ, რაც გააჩერეს, საბარგულში უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე იპოვეს, ორი კი მძღოლის გვერდით იჯდა.

როგორც შემდეგ აღმოჩნდა, თითოეული მათგანი ეგვიპტის მოქალაქეა და საბერძნეთში არაკანონიერი გზით, 25 წლის მამაკაცის დახმარებით ცდილობდნენ შემოსვლას, რომელსაც თანხა გადაუხადეს.

გარდა ამისა, მძღოლს არ გააჩნდა მართვის მოწმობა, რაც მის დანაშაულს დაემატება.

თითოეული მათგანი პროკურატურაშია გადაყვანილი.

 

onalem

ტესტ