fbpx
პოლიტიკა

მკაცრი მესიჯი თურქეთს საბერძნეთის, ეგვიპტისა და კვიპროსის მხრიდან

“მუქარა ერთი ქვეყნის მიმართ არის მუქარა ყველა ჩვენგანის მიმართ”_ ეს არის საბერძნეთის, კვიპროსისა და ეგვიპტის ლიდერების გზავნილი თურქეთისადმი. სამი ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს კრეტაზე, რიგით მე-6 სამიტზე შეხვდა.

ლიდერებმა რეგიონალური განვითარების, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონალურ სტაბილურობაზე, სამმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ციფრულ პოლიტიკაზე.

“ჩვენ ნათლად გამოვხატეთ კვიპროსისადმი თანადგომა მისი ეკონომიკური ზონის (EEZ) პატივისცემით”, განაცხადა საბერძნეთის პრეზიდენტმა ალექსის ციპრამ. ეს იყო მკაფიო მესიჯი მას შემდეგ, რაც თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ არც კვიპროსმა და არც თურქეთმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვიდან ნავთობი არ უნდა მოიპოვოს თურქეთის ნებართვის გარეშე. ციპრამ, თავის განცხადებაში, ხაზი გაუსვა საბერძნეთსა და კვიპროსს, როგორც ევროპის რეგიონალური სტაბილურობის საყრდენს და ეგვიპტის როლს მთელი რეგიონისთვის.

“ნათელია, რომ პალესტინისა და ლიბიის პრობლემა ეგვიპტის გარეშე ვერ გადაიჭრება. ასევე, მის გარეშე ვერ მოგვარდება ტერორიზმისა და აფრიკიდან ლტოლვილთა ნაკადების კონტროლის საკითხი” – აღნიშნა ციპრამ.

საბერძნეთის ლიდერმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა ეგვიპტის მნიშვნელობას მიგრაციის საკითხების მართვაში და აღნიშნა, რომ მთლიანად მხარს უჭერს ევროკავშირისა და არაბული ლიგის სამიტის ჩატარებას, რომელიც თებერვალშია დაგეგმილი.

საბერძნეთი და ეგვიპტე შეთანხმდნენ გააგრძელონ ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის დემარკაცია, ორ ქვეყანას შორის, წლის ბოლომდე. კვიპროსსა და ეგვიპტეს ეს პროცედურა უკვე დასრულებული აქვთ.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებასა და მემორანდუმს.

სამმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ მუდმივი სამდივნოს ჩამოყალიბებაზე ნიქოზიაში.

ქვეყნის პრეზიდენტებმა ისაუბრეს ენერგეტიკულ საკითხებზეც და ასევე, განიხილეს წიაღისეულიდან განახლებად ენერგიაზე გადასვლის გეგმები.

საბერძნეთი ამაყობს, რომ მალე კრეტა ელექტროენერგიის ცენტრი იქნება რეგიონში.

onalem

ტესტ