fbpx
საზოგადოება

24 წლის ბერძენი გოგონა, რომელიც 29 კგ-ს იწონიდა, ანორექსიით გარდაიცვალა

24 წლის იოლანდა ფსიქიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა და მხოლოდ და მხოლოდ 29 კილოგრამს იწონიდა. ბერძენ გოგონას ნერვული ანორექსია ჰქონდა და როგორც მისი მშობლები ამბობენ, ბოლოს მხოლოდ კარამელებს მიირთმევდა და საღეჭ რეზინს ეტანებოდა.

Open TV-ის რეპორტაჟის მიხედვით, ვიდრე ის საგანგაშო მდგომარეობამდე არ მივიდა, საკუთარ დაავადებას არ აღიარებდა. მხოლოდ ბოლოს დათანხმდა, რომ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოეთავსებინათ, თუმცა, ანორექსიასთან ბრძოლაში დამარცხდა.

როგორც მისი დედა ამბობს, საკუთარი 24 წლის შვილის სიკვდილს ვერ ეგუება.

onalem

ტესტ