fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა, გარდაცვლილია ორი ადამიანი – ექსკლუზიური კადრები

რამდენიმე წუთის წინ საბერძნეთში მორიგი ტრაგედია დატრიალდა. პოროსსა და გალატას შორის ჩამოვარდა ვერტმფრენი, რის შედეგადაც, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი სამი ადამიანიდან, ორი გარდაცვლილია.

ვრცელდება ექსკლუზიური კადრები, თუ როგორ ვარდება ვერტმფრენი. ინციდენტს ჰყავს თვითმხილველებიც, რომლებიც მომხდარის შესახებ სხვადასხვა ვერსიას ჰყვებიან.

ერთი წყაროს ინფორმაციით, ვერტმფრენი ელექტრო ენერგიის კაბელებს წამოედო, რის შედეგადაც მოხდა აფეთქება, შემდეგ კი წყალში ჩავარდა. ამ დროისთვის კუნძულ პოროსზე დენის მიწოდება შეზღუდულია.

ბერძნული მედია იუწყება, რომ ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა, ორი რუსი, ხოლო ერთი ბერძენი. როგორც აცხადებენ, მათგან გარდაცვლილია ორი, მესამე პირზე კი ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

onalem

ტესტ