fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: უცნობმა პირებმა ბოძი გადაჭრეს, რომლითაც დენი ემიგრანტებს მიეწოდებოდათ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ვერიაში, აგია ვარვარას ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ელექტრო ენერგიის მიმწოდებელი კომპანიის მომსახურების განყოფილებას დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ გადაჭრილი იყო ბოძი და ადგილზე სასწრაფოდ სამუშაოების ჩატარება იყო საჭირო.

როგორც გაირკვა, ეს იყო ბოძი, რომლის საშუალებითაც დენი ემიგრანტებისა და ლტოლვილების თავშესაფარს მიეწოდებოდა და ექსკლუზიურად მათთვის იყო გაკეთებული.

გადაჭრის შემდეგ დენის კაბელები გზაზე აღმოჩნდა, რაც გარკვეულ საფრთხეს ქმნიდა. გამომდინარე აქედან დენის მიწოდება დროებით შეზღუდეს, რათა საფრთხეები თავიდან აეცილებინათ.

შესაბამისმა სამსახურმა მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ორი გადაჭრილი ბოძი იპოვა, რაც ცხადყოფს, რომ თითოეული მათგანი ერთი და იგივე გზითა რის გადაჭრილი და სავარაუდოდ, უცნობებმა ამისთვის ხერხი გამოიყენეს.

 

onalem

ტესტ