fbpx
საზოგადოება

ვინ არის მამაკაცი, რომელიც გლიფადაში 25 წლის ბიჭს დაეჯახა და მომაკვდავი მიატოვა

ვრცელდება მამაკაცის ვინაობა, რომელმაც Corvette-ს მარკის ავტომობილით 25 წლის ნასოს კარანიკასი გაიტანა, შემდეგ კი მომაკვდავი მიატოვა და ადგილიდან გაიქცა. პოლიციამ მიაგნო ჯერ მის მანქანას, რომელიც დაზღვეული არ იყო, შემდეგ კი თავად მას.

ის არის 40 წლის კირიაკოს კუკულომატისი, რომელიც ამბობს, რომ ზუსტად ვერ მიხვდა, თუ როგორ დაეჯახა ახალგაზრდა ბიჭს და როცა გააცნობიერა, თუ რა მოხდა, შოკში ჩავარდა და სწორედ ამიტომ გაიქცა.

ის პოლიციაში ადვოკატის თანხლებით მივიდა, თუმცა, ამ დროისთვის გათავისუფლებულია, გამოძიების დასრულებამდე.

დადასტურებული ინფორმაციით, ის ავტომობილს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა. 25 წლის ნასოს მამა კი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ მძღოლი ვერ მიხვდა, თუ რა გააკეთა და როგორ დაეჯახა მის შვილს, მაშინ რატომ და რის გამო ჩავარდა შოკში და გაიქცა.

ნასოს ოჯახი და მეგობრები მისი სიკვდილის გამო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან.

მანქანა, რომლითაც კუკულომატისი ნასოს მოტოციკლს დაეჯახა

25 წლის ნასო

კირიაკოს კუკულომატისი

onalem

ტესტ