fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ბერძნული ტავერნის მფლობელმა საგადასახადო აუდიტის თანამშრომლების შესაშინებლად სროლა დაიწყო

ცენტრალურ საბერძნეთში, კერძოდ, ვოლოსში, ერთ-ერთი ტავერნის მფლობელმა გადაწვიტა საგადასახადო აუდიტის თანამშრომლები შეეშინებინა და იარაღიდან ჰაერში სროლა დაიწყო. ის რამდენიმე კანონდარღვევისთვის 500 ევროთი დააჯარიმეს.

ხუთშაბათს შუადღეს საგადასახადო აუდიტის სამი წარმომადგენელი ტავერნაში შევიდა და იქაურობა შეამოწმა. მას შემდეგ, რაც დარღვევები აღმოაჩინეს, ფლობელს 500 ევროს ოდენობის ჯარიმა გამოუწერეს, რომელიც 48 საათის მანძილზე უნდა გადაეხადა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კერძო საკუთრების დახურვის ორდერს გასცემდნენ.

თუმცა, როდესაც სამმა თანამშრომელმა ტავერნა დატოვა, მეპატრონე იარაღით გაედევნა და ჯარიმის გასაპროტესტებლად ჰაერში სროლა დაიწყო. შედეგად, არავინ დაშავებულა.

პოლიცია მაშინვე ადგილზე გაჩნდა და დამნაშავე დააკავა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ და სხვა მომხდარი ფაქტების მიუხედავად, საგადასახადო აუდიტის თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, რათა აღმოიფხვრას მსგავსი კანონდარღვევები მთელი საბერძნეთის მასშტაბით.

onalem

ტესტ